“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად ერთი და იგივე რაოდენობა გვაქვს ახალი შემთხვევების. ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის არავითარი საფუძველი არ აქვს ჩვენ მოსახლეობას. იცით, რომ გაძლიერდა კონტროლის აღსრულება და ადმინისტრირება ყველა დონეზე. ესე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კვების ობიექტებს, ვაჭრობის ობიექტებს. გადავხედეთ საწოლფონდის რეალურ შესაძლებლობებს, რაც ჩვენ აჭარის რეგიონში გაგვაჩნია.”
ნინო ნიჟარაძე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებში სერიოზული დაბრკოლება არ არის.