ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფული აიღე? რატომ იტყუები? ამ კორონას დროს მაკიაჟისთვის გცალია?” – ინფიცირებული ჟურნალისტი

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის წინაღმდეგ ე.წ. ტროლები და ბოტები გააქტიურდნენ.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ ვიფიქრე, მოდი, ერთი რას წერენ ჩემზე ბოტები მეთქი და დავიწყე კითხვა. ზოგადად, არ ვარ ეგეთი “ქუუულ” მეკიდოს ჩემზე ვინმე ცუდს რომ წერს, თუნდაც ბოტი. მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ ამ ფობიის დასაძლევად კარგი თერაპიაა იკითხო ეს ზიზღით, ღვარძლით, ტყუილით სავსე კომენტარები და მოიშინაურო აგრესია. და აშკარად ვგრძობ უკეთესობას და თვითირონიას:) აწი რომ დაწერენ არც წავიკითხავ. ყველა ნეგატიური მესიჯი ერთი შინაარსისაა. ცნობისმოყვარეობაც მოვიკალი.

და აი, რას წერდნენ: ფული აიღე? რატომ იტყუები? ამ კორონას დროს მაკიაჟისთვის გცალია? (სააგენტოებს ფოტოები რომ მიაქვთ გონიათ, რომ აქ ვიღებ). ზოგი ასე წერს: ბოჭორიშვილი სამარცხვინო!!! dacere dampalo ra ghirs?! ზოგიც ასე: tvini hejame!!

ცხადია, უფრო მეტი მგულშემატკივრობს. დიდი მადლობა. ეს ყურადღება მართლა გაძლევს ძალას დაამარცხო უფრო მარტივად ვირუსი”, – წერს ვიკა ბუკია.

იტვირთბა....