ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

სასამართლომ შამგონაში მომხდარ ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც სცნო დამნაშავედ

ზუგდიდის სოფელ შამგონაში მცხოვრები ბაკურ სორდია, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, დღეს, 16 აგვისტოს გამართულ პროცესზე სასამართლომ 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც სცნო დამნაშავედ.

მანამდე, 2020 წლის 19 მაისს გამართული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის მხოლოდ სსკ-ის 126-ე მუხლით იყო მსჯავრდებული, გარდაცვლილის ოჯახმა გაასაჩივრა და მისი გასამართლება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მოითხოვა.

როგორც დაზარალებული მხარის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ „მეტრონომს“ უთხრა, მსგავსი პრეცედენტი იშვიათია, რადგან გარდაცვლილი, ცხადია, ვერ დაიცავს პოზიციას და ასეთ დროს, სასამართლო ძალადობის მუხლით აკვალიფიცირებს საქმეს.

მისივე თქმით, ბაკურ სორდიას სასჯელის მაქსიმალური ზომა, ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის, მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....