“უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე – ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის”.
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ასე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს. როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ და მისი განცხადებები ყოველგვარ ფანტაზიას სცდება.