კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლი ბილ გეიტსი, რომელსაცმამა გარდაეცვალა, ემოციურ წერილს აქვეყნებს. გეითსი მამამისს ამ წერილით ემშვიდობება.
როგორც ბილგეიტში წერილში წერს, მამაისი ოჯახურ გარემოცვაში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გეითსი მამამისის იმ გავლენაზე საუბრობს, რომლის დახმარებიტაც მან დიდი წარმატებას მიაღწია.
„მამაჩემი გუშინ ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა. ის ყველას საოცრად მოგვენატრება. ჩვენ ახლა უდიდეს მწუხარებასა და მადლიერებას ერთდროულად განვიცდით.
მამაჩემის გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა – ის უკვე 94 წლის იყო და მისი ჯანმრთელობაც ასაკის გამო დასუსტებული იყო.
ყველას დიდი დრო გვქონდა იმის გასაანალიზებლად რამდენად იღბლიანები ვართ, რომ ამდენი წლის განმავლობაში საშუალება გვქონდა გვერდით ეს საოცარი კაცი გვყოლოდა.
ამას მარტო ჩვენ არ განვიცდით. მამაჩემის სიბრძნემ, კეთილშობილებამ, გულუხვობამ, ემპატიამ და თავმდაბლობამ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანზე იქონია ზეგავლენა.
მე და ჩემს დებს ძალიან გაგვიმართლა, რომ მშობლებმა გაგვზარდეს. ისინი მუდმივად გვამხნევებდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ.
ვიცი, რომ მათი სიყვარული და თანადგომა უპირობო იყო.
სწორედ ამ ყველაფერმა გადამადგმევინა ცხოვრებაში ისეთი სარისკო ნაბიჯები როგორიც იყო კოლეჯის დატოვება და პოლ ალენთან ერთად Microsoft-ის დაფუძნება.
ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მშობლები ჩემს გვერდით იქნებოდნენ მაშინაც კი, თუ ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდი.
ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ვხედავ როგორი დიდი გავლენა ჰქონდა მამაჩემს იმ ყველაფერზე, რაც ცხოვრებაში გავაკეთე.
Microsoft-ის დაფუძნების პირველ ეტაპზე მას ხშირად მივმართავდი დასახმარებლად.
მამაჩემმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.
როდესაც პატარა ვიყავი ის ყოველთვის მიბიძგებდა მეცადა, მეკეთებინა ის, რაც მძულა, არ მიყვარდა ან ვფიქრობდი, რომ იმის გაკეთება არ შემეძლო. მაგალითად: ცურვა და ფეხბურთი. ასევე, მას ჰქონდა საოცარი სამუშაო ეთიკა.
ის იყო სიეტლის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და პატივსაცემი იურისტი. ასევე, ჩვენს რეგიონში ის იყო სამოქალაქო ლიდერი.
ქველმოქმედების კუთხითაც, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.
დედაჩემი და მამაჩემი მთელი ბავშვობა მასწავლიდნენ რა იყო სიკეთე, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი დრო და რესურსები.
მახსოვს ერთ დღეს მე, მელინდა და მამა კინოთეატრის რიგში ვიდექით. მე და მელინდა იმაზე ვფიქრობდით, როგორ მივიღებდით ელექტრონულ ფოსტაზე თხოვნებს შემოწირულობების შესახებ. მაშინ მამამ თქვა „მგონი შევძლებ თქვენს დახმარებას“.
მამაჩემის გარეშე The Bill & Melinda Gates Foundation-ი არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. მან ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა – მამაჩემმა ჩამოაყალიბა ფონდის ღირებულებები.
ის იყო გონიერი, სერიოზულად ეკიდებოდა სწავლას. ის არ ერიდებოდა უკან დახევას იმისთვის, რომ არსებული სურათი სრულად დაენახა. ის არასდროს გვაძლევდა უფლებას დაგვევიწყებინა ადამიანები, რომლებსაც უჭირდათ.
ადამიანები, რომლებიც ფონდში სამუშაოდ მოდიოდნენ, მამასთან მუშაობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ. ის ადამიანებში ყოველთვის კარგს ეძებდა და თავს ყველას განსაკუთრებულად აგრძნობინებდა.
ფონდში ჩვენ ვმუშაობდით არა როგორც მამა და შვილი, არამედ როგორც მეგობრები, კოლეგები. გვინდოდა ერთად ბევრი რამ გვეკეთებინა. როცა ერთად მუშაობას ვიწყებდით, წარმოდგენაც არ გვქონდა რა მაგარი დრო გველოდა წინ.
და რაც ყველაზე მთავარია, მამაჩემმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან როლებზე – ვყოფილიყავი ქმარი და მამა.
მე კი ვიტყვი, რომ მის შვილად ყოფნა იყო განსაცვიფრებელი. ყველაფერს ვცდილობ, რომ მისნაირი ვიყო..
ყოველდღე მომენატრება“,- წერს ბილ გეიტსი.