aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ასეთი მოთხოვნის უფლება აქვს” – ბრეივიკი პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნორვეგიელი მემარჯვენე რადიკალი ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ტერაქტის მოწყობისთვის და 77 ადამიანის მკვლელობისთვის არის გასამართლებული, პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ბრეივიკმა ციხეში მისჯილი 21 წლიდან 8-ზე მეტი მოიხადა, რის გამოც მას, თეორიულად, ასეთი მოთხოვნის უფლება აქვს.

ბრეივიკმა განცხადება ორი სახელით დაწერა. ერთია ანდერს ბერინგ ბრეივიკი, მეორე – ფრიტიოფ ჰანსენი, რომელიც ბრეივიკმა ციხეში შეიცვალა.

ცნობისათვის, 2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ორმაგი ტერაქტი მოაწყო. თავდაპირველად მან ოსლოში სამთავრობო მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდები ჩაცხრილა. სულ მისი ქმედებების გამო 77 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ქართველი – თამთა ლიპარტელიანი.

იტვირთბა....