“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგია ბოკერია სახელმწიფო უწყებების მხრიდან უკანონო თვალთალის საკითხზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას, “ევროპული საქართველოს”პრესამსახური ავრცელებს.
ბოკერიას განცხადებით, მას და მის თანაგუნდელებს ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უწყების მანქანები მათი ოფისის წინ.
„არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩემი გუნდის წევრებს აქ, ყველამ იცის და საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაჰყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, უყურებენ ამ ყველაფერს. ეს ვერ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას, ის დაკვეთა, რომ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ამით არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს არის დემონსტრირება იმისა, თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, რადგან ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, გარდა იმისა, რომ უკანონობაა ოპონენტების ამ ნიშნით თვალთვალი, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს რესურსი, ჩვენი გადასახადები, გამოიყენება არა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, არა კორუფციასთან და გარე მტრისგან სახიფათო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ამ მავნებლობაში, სისულელესა და უკანონობაში. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.