“თუ კლინიკის დირექტორს პაციენტებისთვის მოსწონს პირობები, მე არ ვიცი, ეს რამდენად სწორია. ამ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ გამოვდივარ კომფორტს მიჩვეული ადამიანი. იქ ყოფნის პირობები პაციენტებისთვის ადეკვატური არაა.”
გედევან ფოფხაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
“დღის ამბები”
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის მკურნალობას თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.ფოფხაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.
დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა საავადმყოფოს დირექტორი და ფოფხაძის ბრალდებებს უსამართლო უწოდა.