“მთავარი არხის” ჟურნალისტს “ქართული ოცნების” დეპუტატი დაჭრით ემუქრება. დმანისში, სოფელ ნახიდურში, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების აქტივისტები “მთავარის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
“თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ მოდიხარ და ჩემს სოფელში ბლატაობ? გითხარი არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე მე პირად შენ და სხვებს შეგხვდებით… არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი მიდი იმუშავე ნაციონალებზე” – მიმართა”ოცნების” დეპუტატმა ჟურნალისტს.