საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია „შვიდკაცას“ ნაკრების კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. არსებული ინფორმაცია “მეტრონომს” რაგბის კავშირში დაუდასტურეს.
როგორც რაგბის კავშირში განაცხადეს, ამდროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამოძიება მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ნაკრების კაპიტანი კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა. ხოლო, რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც ფეხშია დაჭრილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
თათია შაიშმელაშვილი