ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიკითხა, ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად.

,,შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით” – განაცხადა გეჯაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულების მხრიდან პროცესის დატოვება გახდა. ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კერძოდ კი დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ.

იტვირთბა....