ახალი ამბები საზოგადოება

ამომრჩეველთა აქტივობა მიმდინარე არჩევნებზე

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამორმჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 სთ-ის მდგომარეობით მიაწოდა ინფორმაცია.

ამ დროისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა  28,1 %-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 33,1 %-მა, დმანისში – 26,7%-მა, ვანში – 40,4 %-მა, ხოლო ხობში – 44,4 %-მა.

როგორც ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მან მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ – „ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 9 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში – 6, ხოლო საგარეჯოში – 3. ორ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას 3 შემთხვევაში ერთი და იგივე პროცედურულ ხარვეზთან დაკავშირებით აქვს საჩივარი წარდგენილი. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

იტვირთბა....