“მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“.
კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, სავალუტო ბაზარზე ლარის კურის ბოლოდროინდელი გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ის ინფლაციაზე არ აისახება.
ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.