ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია დაიკითხებიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ბრალდებულები გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია დაიკითხებიან.

ამასთან, როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაიკითხებიან ის ექსპერტებიც, რომლებმაც შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში მიიღეს მონაწილეოპბა.

„წარმოდგენილი გვყავს ექსპერტები, როგორც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა და მექანიზმი, ამ მექანიზმით დადგინდა, რომ დაკავებულებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, გამოძახებულია გიგა ტატიაშვილი, მან გამოთქვა სურვილი და მისცემს სასამართლოს ჩვენებას. გამოძახებულია ასევე ნიკა ჟვანია, თუმცა, არ ვიცით მისცემს თუ არა ის ჩვენებას.

აღნიშნულ პირებს გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს”, -განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულების მხრიდან პროცესის დატოვება გახდა. ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კერძოდ კი დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ.

 

იტვირთბა....