ტატიაშვილს და ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს.”
ნანა გუგუტიშვილი-ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი
ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ბრალდებულები გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, გუშინ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულების მხრიდან პროცესის დატოვება გახდა. ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კერძოდ კი დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ.