ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კონკურს „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოცხადდა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპი გამოაცხადა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი მეწარმეობის შემდეგი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარება და  ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, თანადაფინანსების საშუალება გავზარდოთ. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის – ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობის შეძენაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსურველებს განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა 18 სექტემბრამდე აქვთ.

იტვირთბა....