“ჩვენს კლინიკაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღო ადეკვატური დახმარება. გედევანის შესაბამისი პირობები ვერ მოვაწყვეთ, რა ვქნათ. მე არ ვაპირებ ბატონ გედევანთან პოლემიკაში შესვლას. ჩვენთან პაციენტის კვება ჩვეულებრივად მიმდინარეობს. სიმართლე არ არის, რომ ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტი ერთი სველი წერტილით სარგებლობს.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
აღნისნულით საავადმყოფოს დირექტორი პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანის გედევან ფოფხაძის ბრალდებებს პასუხობს.
ცნობისათვის, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.