თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა.
“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.