„წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის“.
მიხეილ ჩხენკელი, განათლების მინისტრი
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დიდი ქალაქებსა და ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა