aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შენობიდან მოსწავლეები და და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ და აღნიშნული შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი”. – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....