„მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ეს სტატუსი, მაგრამ იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. იმის მიუხედავად, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში”.
ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად კონტროლირებადია და არსებული გამოცდილება საშუალებას იძლევა, ეკონომიკის მუშაობა ლოკალური ღონისძიებებით გაგრძელდეს.