“მთელი ეს პროცესი არის უკანონო უსაფუძვლო და ზოგადად ეს იყო ბრალდებულების პროტესტი ამ კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა ზოგადად მთელი ეს პროცესი ცხადია უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს ბრალდებულებში, როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უდანაშაულო ადამიანებს ედავებიან და ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ. რეალურად ამ საქმეზე პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებულად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ საქმეზე არ დადგინდეს სიმართლე.”
შოთა კახიძე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან მცხეთის რაიონულ სასამართლში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულების მხრიდან პროცესის დატოვება გახდა. ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კერძოდ კი დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ.