იტალიის ქალაქ კოდონიოში პირველკლასელებისათვის სკოლის ზარმა 7 თვის შემდეგ, გასულ ორშაბათს დარეკა. მიმდინარე წლის 21 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი დღე იყო, მას შმდეგ რაც აჟიტირებული მშობლები სკოლებში მივიდნენ და საკუთარი ბავშვები გამოიყვანეს. ჩრდილოეთ იტალიის ამ ქალაქში მაშინ კოვიდ-ინფექციის გადადების რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა.
რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ, იტალიის 8 მილიონმა მაცხოვრებელმა მაშინ კატასტროფა გადაიტანა. ქუჩებში სირენებით დაჰქროდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები. – წერს “ვაშინგტონ თაიმსი”.
“ბევრმა დაკარგა ბებია და ბაბუა” – იხსენებს კოდონიოს ერთ-ერთი დამწყები სკოლის პედაგოგი სესილი კუგინი.
“ვაშინგტონ თაიმსის” ინფორმაციით, იტალიის 11 დიდ ქალაქში განახლდა სასწავლო პროცესი. ლომბარდია და ვენეტო – ეს ის ქალაქებია, რომლებიც პირველი დაიხურა “წითელ ზონაში” შემავალი ლოკაციის მიზეზით.
ქალაქის მერი ფრანჩესკო პასერინი იმედოვნებს, რომ ის რაც იყო წარსულს ჩაბარდება და ადამიანები შეძლებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
აღსანიშნავია, რომ სწავლა დაიწყო ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთშიც. ცნობილი გამოცემა “ინდეპენდენტი” წერს, რომ მშობლები და ბავშვები ექიმ-პედიატრებთან ერთად უბრუნდებიან საკლასო ოთახებს.
ლონდონის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი კესი ბუჩანანი ამბობს, რომ პედაგოგები ზედმიწევნით ცდილობენ შეასრულონ განათლების უწყების რეკომენდაციაები, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბავშვებთან.
“არანაირი სოციალური დისტანცია არ იქნება დაცული ბავშვებს შორის, რადგან ეს მოზარდებისთვის საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი მომენტია. ეს მათთვის მძიმე იქნება, ისინი ხომ ბავშვები არიან…” – აცხადებს ბრიტანელი პედაგოგი.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევების განხილვის დროს, საქმე გვაქვს ევროპის ისეთ ქვეყნებთან, რომლებმაც საკმაოდ მძიმედ გადაიტანეს განვლილი თვეები. მათ შორის არიან “წითელი ზონის” ქალაქები, თუმცა ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით განვითარებულ ქვეყნებში განსხვავებული მიდგომებია და მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხებათ ბავშვებს.
ჯიმშერ შხვაცაბაია