ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენს მორაგბეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ” – ირაკლი აბუსერიძე

“ჩვენს მორაგბეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად „რაგბი ჩვენი თამაშია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი აბუსელიძემ ქართული რაგბის წარმომადგენლებს 8 ერის გათამაშებაში მიწვევის საკითხს.

ასევე, როგორც საქართველოს პლენარუს სხდომაზე აბუსერიძემ განაცხადა,  საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილი ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს მიუძღვის.

„მინდა გამოვეხმაურო 8 ერის გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ეროვნული ნაკრების მიწვევას, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ამ წარმატების მისაღწევად, დაუღალავი შრომის შედეგად, დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ჩვენს მორაგბეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად „რაგბი ჩვენი თამაშია.

13 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მეც ვიყავი ამ წარმატებების მონაწილე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რვა ერის გათამაშებაში, 14 ნოემბერს, ლონდონიში, თვიქენჰემის არენაზე, ინგლისისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს შეებრძოლებიან.

 

იტვირთბა....