მთავარი ციტატა

“ადვოკატები ითხოვენ იმ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ არ აწყობთ”- შაქარაშვილის საქმის პროკურორი

“რაც შეეხება მოტივაციას და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, საფუძვლიანი, დასაბუთებული არ არის. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ არ აწყობთ, პირდაპირ გეტყვით მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ.”

დავით ყაზარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის სამქის პროკურორი

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს მცხეთაში სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმიდან  ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ამოღებული იქნას.

იტვირთბა....