მთავარი ციტატა

“დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდ ხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი”- შაქარაშვილის საქმის პროკურორი

“დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდ ხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი. რა თქმა უნდა, ჩვენი შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას, რომელიც მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას შეეხება.”

დავით ყაზარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის სამქის პროკურორი

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს მცხეთაში სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაცვის მხარის ნუსხიდან იმ მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არაა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმიდან  ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ამოღებული იქნას, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება. დაცვის მხარე მიზეზად მომწეების შეცვლილ ჩვენებებს ასახელებს.

იტვირთბა....