ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ ხელისუფლებას სურს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დადგეს, არჩევნები სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს”- ეკა ბესელია

“განცხადებები, რომელიც კეთდება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მხრიდან არის არა მხოლოდ ყურადსაღები, არამედ ეს უნდა იყოს გზავნილი, თუ რამდენად დიდია მოლოდინი და რამდენად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ამ არჩევნებს ევროკავშირი და სტრატეგიული პარტნიორები” . – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მედიასთან, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი განმარტავს, “ქართულ ოცნებას” არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს, რადგან ეს არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როცა ასეთი მკაფიო, ღია, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე კეთდება მინიშნება, რომ არჩევნები უნდა იყოს გზა ცვლილებების და ქართველ ხალხს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს შეცვალოს საკუთარი ხელისუფლება თუ ის არ მოწონს, რომ არჩევნებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს არც პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ და არც ფინანსურმა რესურსმა, რომელიც ჭარბად არის კონცენტრირებული მმართველი პარტიის ხელში, ეს არის ის გზავნილი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და გაიაზროს, რომ თუ მას სურს არჩევნების ლეგიტიმაცია არ დადგეს ეჭვქვეშ, არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში,“- აღნიშნა ეკა ბესელიამ

 

იტვირთბა....