ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და გადაკოცნისგან. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხუნდაძემ განმარტა, მსგავსი ფორმით მისალმებისას კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.
„ფრთხილად ვიყოთ ყველა და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, ესაა შევინარჩუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დავუბრუნოთ სასტარტო მდგომარეობას და ასევე ჩვენ ახლოს გვაქვს პოლიტიკური პროცესი, არჩევნები და ვფიქრობ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.