ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) “იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს” – კიდევ ერთი თაღლითობის ფაქტი

მორიგი თვითმარქვია სასულიერო პირი, რომლის შესახებაც ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, ეს პირი თავს დეკანოზად ასაღებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს. თუმცა, როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ არქეოლოგიური სამსახური საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს. ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.

როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ (ზოგიერთს – ანდრია გოგოლაძედ) ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.

სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი” – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....