უკრაინულ საიტებზე გავრცელებული აუდიო ჩანაწერების თაობაზე თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან. ხიდაშელის კომენტარი ძალიან ზოგადი იყო. მან განაცხადა, რომ ფარული მოსმენები წინა ხელისუფლების ხელწერაა.
„აბსოლუტურად არ გამკვირვებია, ეს მისი /სააკაშვილის/ სტილია, ცხოვრების წესია. მაგრამ, თუ სახელმწიფო ხარ და ხელისუფლების პრეტენზია გაქვს, მთავარი ამოცანაა, ასეთი ტიპის სისულელეები აღკვეთო“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.