დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან – ამის შესახებ, Microsoft- ის დამფუძნებლმა ბილ გეითსმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, კოვიდ -19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
”პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობითი პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით, თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა.
რა თქმა უნდა, ეს წელი განსხვავებულია. კოვიდ 19-ის პანდემიამ არამარტო შეაჩერა პროგრესი, არამედ უკან დახია”, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან,“- აღნიშნა ბილ გეითსმა.