ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს” – გერმანელი ევროპარლამენტარი

გერმანელი ევროპარლამენტარის, ჰელმუტ გეუკინგის განცხადებით, საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

როგორც ევროპარლამენტარმა დებატებზე აღნიშნა, საქართველოს აქვს უნარი,  რომ ევროკავშირში მალე გაწევრიანებას.

“ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოს ევროპულ სივრცესთან დაახლოებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და საქართველო სრულფასოვანი წევრი გახდეს. საქართველოს აქვს ამის უნარი და მე მათ ვუსურვებ ევროკავშირში მალე გაწევრიანებას. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება“,  – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

იტვირთბა....