”რა თქმა უნდა, ეს წელი განსხვავებულია. კოვიდ 19-ის პანდემიამ არამარტო შეაჩერა პროგრესი, არამედ უკან დახია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან.”
ბილ გეითსი -Microsoft- ის დამფუძნებელი
ამის შესახებ ბილ გეითსმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, გამოქვეყნდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ მომზადებული Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიში,სადაც საუბარია იმ უარყოფით ზეგავლენაზე, რაც კორონავირუსის პანდემიამ საზოგადების ცხოვრების დონეზე მოახდინა.
„2020 წელს პანდემიის გამო 37 მილიონამდე ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ჩამოსცდა. ბოლო რამდენიმე თვეში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 7 პროცენტით გაიზარდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 68 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.