ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სოფელ ატოცთან და ნიქოზთან ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია ისევ განაახლეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე, – წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ ცხელი ხაზი გაააქტიურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს უკანონო ქმედება საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ხურვალეთთან გუშინ, 13 სექტემბერს ოკუპანტებმა ტერიტორიის ნაწილი შეღობეს.

იტვირთბა....