ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“ამ რეჟიმის საქმე დამთავრდება და იმ ფულით, რომლითაც ესენი ჯიპებს ყიდულობენ, ჩვენ ვიყიდით ლიფტებს”- შალვა ნათელაშვილი

“მოწყდა ლიფტი, დაზარალდნენ ადამიანები. ერთი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება – მათ შორის, სალიფტე მეურნეობაში, ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ლიფტები გადააქცია ბიზნესკომპანიებად. რამდენიმე კვირაში ამ რეჟიმის საქმე დამთავრდება და იმ ფულით, რომლითაც ესენი ჯიპებს ყიდულობენ, ჩვენ ვიყიდით ლიფტებს.”

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

ამის შესახებ მან  თემქაზე, ლიფტის დაზიანების საკითხზე საუბრისას  განაცხადა. როგოროც ნათელაშვილმა განმარტა, მომხდარზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. 

ცნობისთვის, აღნიშნული ინციდენტი ე.წ. არაშენდას შენობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქე. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი 2015 წელს შეკეთდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ზიანდებოდა, რის გამოც მათ ადგილობრივ გამგეობას რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს. გამგეობაში კი ამტკიცებენ, რომ განაცხადი მათთან არ შესულა.

ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. ამ ეტაპისთვის, ის მრავლობითი მოტეხილობებით და სისხლჩაქცევებით რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

იტვირთბა....