“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს. დღეს, იმ ფონზე, როცა მთელი ევროპის მასშტაბით არის შემთხვევათა ძალიან სწრაფი მატება და მაღალი რაოდენობა, საქართველო კვლავ ინარჩუნებს „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით არ გვაქვს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაძლევს კიდევ ერთ სიგნალს, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების წესებს, დავიცვათ ის პრინციპები, რაც ვირუსის ფართო გავრცელებისგან გვიცავს.”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე
ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი არ აქვს, თუმცა შემთხვევათა მატება არის იმის სიგნალი, რომ დადგენილი რეკომენდაციები და წესები ზედმიწევნით დავიცვათ.