ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცადა.

მეზვროიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ვითარებას აკონტროლებს, მოქალაქეებმა რეკომენდაციები მკაცრად უნდადაიცვან.

“საგანგებოს მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. მთავრობა სრულად აკონროლებს ვითარებას. მაგრამ ამის მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები,”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხცვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე წითელი ზონაა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

 

იტვირთბა....