“ვიდრე ვაქცინა არ იქნება, გამოსავალი არის თვითიზოლაცია… ჩვენ ვირუსი ცოტა მივუშვით,სხვა გზა არ იყო. წავედით რისკზე, რომ ტესტების რაოდენობა არის, მართვა ისწავლეს. ამ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გონივრული შეზღუდვების განხორციელება.”
აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი
“დღის ამბები”
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხცვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე წითელი ზონაა.