“ვხედავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი, შესაბამისად, ბევრი მათგანი ღიად არ აცხადებს საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას ამა თუ იმ კვლევაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.
„ორი რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგია და ამისთვის არსებობს ერთი მარტივი მიზეზი. ეს მარტივი მიზეზი არის ის, რომ NDI არის მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო ორგანიზაცია, რომელიც სანდო კვლევებს აქვეყნებს და მეორე არის „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მანქანის – „იმედის” დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომელსაც გააჩნია ნული სანდოობა. ვხედავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი, შესაბამისად, ბევრი მათგანი ღიად არ აცხადებს საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას ამა თუ იმ კვლევაში, ეს აისახება სწორედ იმაში, რომ მოსახლეობის 59 პროცენტი, NDI-ის სანდო, კვალიფიციური კვლევის მიხედვით ამბობს, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს არჩევნებზე ხმას.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ეს 59 პროცენტი გადაითარგმნება ოპოზიციისთვის სასარგებლო ხმებში და ეს მოიყვანს ამ ხელისუფლების ცვლილებას”,- განაცხადა თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ორგანიზაცია “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(IND) ახალი კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოკითხულთა 88% აცხადებს, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა. ხოლო, გამოკითხულთა 59% აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. გამოკითხვაში მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, ვისაც ხმას მისცემდა.