ბათუმში, საკარანტინო ზონიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ მეოთხე სართულიდან გადმოხტომა სცადა. შემთხვევა სასტუმრო „ლეგენ ბიზნესში” მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კარანტინში 8 დღე იმყოფება. მას გარკვეული პრეტენზიები საკვებთან დაკავშირებული ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები თავად მოქალაქემ გამოძახა. მოქალაქესთან მოლაპარაკებას სასტუმრო „ლეგენ ბიზნესის” ადმინიტრაციის თანამშრომლები და სამართალდამცავები ცდილობდნენ.
ამ ეტაპისთვის, სასტუმრო „ლეგენ ბიზნესის” საკარანტინო სივრცეში სიმშვიდეა, ხოლო აღნიშნული მოქალაქე თავს კარგად გრძნობს.