ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპოზიციაში არის არეულობა და ამ არეულობის მთავარი წყარო სააკაშვილია” – ირაკლი კობახიძე

“სააკაშვილი იძულებული გახდა გადაეთქვა თავისი თავდაპირველი განცხადება ჩამოსვლის შესახებ, რაც ოპოზიციაში გარკვეულ არეულობაზე მიუთითებს”. – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმ კორუპირებული სისტემის შემოქმედი იყო, რომელიც 9 წელი საქართველოში ფუნქციონირებდა.

„სააკაშვილი ჯერ გვპირდებოდა არჩევნებამდე ჩამოსვლას, შემდეგ თვითონვე განაცხადა, რომ ნოემბერში ჩამოდის, რაც ძალიან მძიმე უკან დახევა იყო. პოლიტიკოსები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ, შეცდომა არც იყო ეს, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან. რაც შეეხება მის კორუმპირებულობას, ამაზე ყველაფერი იცის საზოგადოებამ, თუმცა, საინტერესოა, რომ ახალ ინფორმაციებს ჩვენ უკრაინული წყაროებიდანაც ვიღებთ ამასთან დაკავშირებით. სწორედ სააკაშვილი იყო იმ კორუპირებული სისტემის შემოქმედი, რომელიც 9 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში და ეს იცის ძალიან კარგად საზოგადოებამ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....