ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან დიალოგის ხაზი მისი დეიდაშვილის მეშვეობით აქვს” – სერგი კაპანაძე

„უჩა მამაცაშვილი ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილთან ყველაზე ახლოს მყოფი პირი და მისი კონსულტანტია, ამიტომ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა, მისი ვოიაჟები მოსკოვში ბუნებრივია კითხვებს იწვევს”, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ  განაცხადა.

როგორც კაპანაძემ  განმარტა, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან დიალოგის ხაზი მისი დეიდაშვილის მეშვეობით აქვს.

„უჩა მამაცაშვილი ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილთან ყველაზე ახლოს მყოფი პირი არის, მისი კონსულტანტია, ამიტომ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა, მისი ვოიაჟები მოსკოვში ბუნებრივია იწვევს კითხვებს. ეს გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ივანიშვილის რუსეთთან ბმა ყველასთვის ცნობილია და ასევე ცნობილია, რომ მას, როგორც ჩანს, აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი საყვარელი დეიდაშვილის მეშვეობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ასეთი ტიპის დაფარული კავშირები, ასეთი ტიპის დაფარული ხაზები არ უნდა არსებობდეს. საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ თემებზე.“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

იტვირთბა....