მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, ბოლო 24 საათში, რეკორდულ ნიშნულს – 307 930 -ს მიაღწია.
WHO აღნიშნავს, რომ გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც და კოვიდინფექციით, ბოლო 24 საათში, 5 500 პაციენტი გარდაიცვალა, რის შემდეგაც, Covid-19-ის ლეტალურად დასრულებულმა შემთხვევებმა 917 417-ს მიაღწია.
როგორც BBC წერს, ინფიცირებულთა რიცხვი ყველაზე სწრაფად სამ ქვეყანაში – ინდოეთში(94 3720), აშშ-სა(45 523) და ბრაზილიაში(43 718) იზრდება.
რაც შეეხება ევროპას, ახალი კორონავირუსი მაღალი სისწრაფით ესპანეთსა და საფრანგეთში ვრცელდება, რის ფონზეც, WHO-ს ევროპის ფილიალის ხელძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა, რომ უნდა მოვემზადოთ გართულებებისთვის.
„ოქტომბერსა და ნოემბერში მეტი ფატალური შემთხვევა გვექნება“, – თქვა მან.