“გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს, გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა.”
მარინა ეხზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.
რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.