“საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 შემთხვევა აჭარას უკავშირდება”, – ამის შესახებ ინფექციური სავადმყოფოს დირექტორმა, მანანა უზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი 81 არის, ხოლო 4 იმპორტილებული.
“დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4.
აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, კახეთი, გურჯაანი – 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6 შემთხვევა.
ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.