ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. ის ეჭვობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს. ჟურნალისტის თქმით, მას ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც ინფიცირება დაუდასტურდა.
„გუშინ ჩავაბარე კორონავირუსზე ტესტი, პასუხი უარყოფითია. უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირბულთან და დღეს მაქვს სიცხე.
რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოგატყუებთ, მაგრამ სულით არ ვეცემი. ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბრო და მერე გამოჩნდება რა და როგორ იქნება. მადლობა გულშემატკივრობისთვის“- აცხადებს ასათიანი.