გურიაში 4 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას განცხადებით, 2 ჩოხატაურის, ხოლო 2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული 2 პირი ბათუმში გამართული ქორწილის კლასტერს უკავშირდება, ჩოხატაურში დაინფიცირებული პირების წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისათვის, დღეს საქართველოში 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 2 227-მდე გაიზარდა.