სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია კვლავ გრძელდება, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამასთანავე, ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია გუშინ, 12 სექტემბერს დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.