ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 13 სექტემბერს ვირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2227 შეადგენს.
ცნობისთვის, Covid-19-მა, რომელიც WHO-მ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიოში 28 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.