ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ზ.ხ-ს მამას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15: 00 საათზე ჩაინიშნა.

წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისათვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს პროკურატრამ ბრალი წარუდგინა.

იტვირთბა....